საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კონფერენცია "ანტიკურობის თანამედროვეობა"

15 ივნისს, 11.00 საათზე თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით გაიმართება V ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია - "ანტიკურობის თანამედროვეობა". კონფერენცია ეძღვნება აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. 

კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი პარალელური სექცია და მასში თსუ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. 

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია: ა) წიგნების გამოფენა - აკად. თინათინ ყაუხჩიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა; ბ) ანტიკურ თემატიკაზე შესრულებული თეატრალური დადგმების ფოტოგამოფენა და ვიდეოინსტალაცია; გ)  საჯარო ლექცია აკად. თინათინ ყაუხჩიშვილის მოღვაწეობის შესახებ - მოხსენებას წაიკითხავს პროფ. გვანცა კოპლატაძე; დ) სტუდენტური სამეცნიერო კრებულის „მნემოსინეს” მეხუთე ნომრის პრეზენტაცია. 

კონფერენცია დაფინანსებულია თსუ სტუდენტური დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ 
 და გაიმართება ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპ. 220-ე აუდიტორიაში.  

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების  პროგრამა,  აფიშა. 

თარიღი: 12/06/2019